მსოფლიო ჩემპიონსა და რეკორდსმენს, ლაშა ტალახაძეს, გამარჯვება მშობლიურ მხარეში მიულოცეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, ქართველ ძალოსანს საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანისთვის, ასევე, ღირსეული გამარჯვებისთვის, მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ლაშა ტალახაძე იმერეთის რეგიონის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. ღონისძიების ფარგლებში დააჯილდოვეს საჩხერის საფეხბურთო გუნდი ,,ჩიხურა”. აღნიშნული გუნდი წელს დავით ყიფიანის თასისი მფლობელი გახდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ლაშა ტალახაძეს, გამარჯვება მშობლიურ მხარეში მიულოცეს
18/12/2017