ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

13/11/2017

ბათუმის ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ლაშა კომახიძე სამსახურში დილის 09:00 სთ-ზე ფეხით მივიდა, სადაც მას ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი დახვდა, სამუშაო კაბინეტში შეუძღვა და მიმდინარე პროექტები გააცნო. ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის მისი კარი ყოველთვის ღია იქნება.
„მზად ვარ ქალაქში არსებული გამოწვევებისათვის. ერთნაირი ყურადღება და ენერგია უნდა დაეთმოს, როგორც ქალაქის ცენტრალურ, ისე დანარჩენ ნაწილს. იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, არსებულ გუნდთან ერთად ეფექტური მუშობის, როგორც ქალაქს შეეფერება და როგორც ჩვენი თანაქალაქელებისათვის იქნება მისაღები“-განაცხადა ლაშა კომახიძემ.
დილიდანვე ლაშა კომახიძე მერიის სამუშაო პროცესს გაენცო და თითოეული თანამშრომელი პირადად გაიცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0