ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხვალ სპეციალურ სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა, სადაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ელიან, 15:00 საათისთვის დაინიშნა.
“გვსურს, სამუშაო შეხვედრაზე ინფორმაცია ლარის კურსთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიბებზე მივიღოთ, როგორც მთავრობიდან, ასევე ეროვნული ბანკიდან. არ მოგვითხოვია მაინც და მაინც პირველი პირების მოსვლა. ვითხოვეთ, რომ წარმოდგენილი იყვნენ აღნიშნულ საკითხზე კომპეტენტური პირები, რომლებიც უშუალოდ არიან საქმის კურსში. შესაძლებელია პირველი პირების მოსვლაც – ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.
ლარის კურსთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტში სპეციალური შეხვედრა გაიმართება
28/01/2016