ლანჩხუთში, ჭადრაკის სახლში, რიგით მე-4 საანგარიშო საარჩევნო შეკრება გაიმართა, სადაც არჩეულ იქნა, რეგიონის ფედერაციის ხელმძღვანელი ზურაბ ანდღულაძე. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან ნანა იოსელიანთან ერთად, ნორჩ მოჭადრაკეებს შეხვდა და ინვენტარი გადასცა. ნანა იოსელიანმა სკოლის მოსწავლეებთან ერთობლივი სეანსიც გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საჭადრაკო სფეროს წარმომადგენლები.
ლანჩხუთში, ჭადრაკის სახლში, რიგით მე-4 საანგარიშო საარჩევნო შეკრება გაიმართა

05/05/2019