ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

21/11/2017

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალაშენებულ შენობაში განთავსდება.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, ექთნებით, მძღოლი-მაშველებით, ეყოლებათ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დახმარების მანქანები, რათა მოსახლეობის დახმარებისთვის დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის – ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების დროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0