ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა სახლები

11/10/2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა სახლები, 10-ზე მეტ სახლს დაუზიანდა სახურავი, ჩამოწვა მეწყერი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ნინოშვილის, სუფსის, ლესისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე იმყოფებოდნენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0