ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 2 100 000 ლარია. გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს. სოფელ აკეთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ხელაძესა და წარმომადგენელ მანუჩარ ღლონტთან ერთად დაათვალიერა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01/11/2021