ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ შ.შ.მ. პირებს საკვები უფასოდ გადაეცემათ

01/07/2016

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით, თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად შეჭირვებულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, კვირაში ორ დღეს უფასო საკვები მიეწოდებათ.
„ჩვენ უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ეკონომიკურად უჭირთ, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც არიან და გადაადგილება მათთვის პრობლემას წარმოადგენს. მე დავავალე ჩემ თანაშემწეს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ასეთი ადამიანების სია შეადგინოს და გადავწყვიტეთ, რომ მათ კვირაში ორ დღეს მივაწოდოთ უფასო ერთჯერადი სადილი“ – აღნიშნა გამგებელმა.
როგორც გაირკვა, თითოეულ პირს მიეწოდება ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ მიერ განსაზღვრული მენიუ.
აღნიშნული პროექტის შემოღების მიზეზი გახდა ის, რომ ხსენებულ ა(ა)იპ-ის ბენეფიციარები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მზრუნველობამოკლებულები არიან.
ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო საკვები 40 ადამიანს მიეწოდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0