ქ.დუშეთში ჩატარდა ცნობილი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოს მოწყობის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილთა კავშირი“. ღონისძიება ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ქალაქში ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები. ჭადრაკში ერთდროული სეანსი გამართა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა. „ჯეო-ჰოსპიტალში“ მიმდინარეობდა ექიმთა საქველმოქმედო აქცია. დარიგდა ჰუმანიტარული ტვირთი. დასასრულს, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა ლადო გუდიაშვილის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო,რომელიც მიჰყავდა საქართველოს სახალხო არტისტს დიმიტრი ჯაიანს.
ლადო გუდიაშვილის საიუბილეო საღამო დუშეთში
21/06/2016