თბილისის ოპერის თეატრის სარკეებიან დარბაზში ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 7 ივლისს, 19:00 საათზე შედგება, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.
საღამოზე შესრულდება სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ (ჯუზეპე ვერდი) და „ტოსკა“ (ჯაკომო პუჩინი).
ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული – არმაზ დარაშვილი, ოპერის გუნდის მსახიობი იური ასლანიშვილი და სტაჟიორი – გიორგი ჭელიძე. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.