თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაასრულა.
კედლის მშენებლობის აუცილებლობა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად ფერდის ჩამოშლამ განაპირობა.
საყრდენი კედელი 50 მეტრის სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც კლდის ფერდის განმეორებით ჩამოშლის შემთხვევაში დაიცავს მიმდებარე ტერიტორიას.