„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

15/10/2020

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ მ. ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0