ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით

08/09/2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
7 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაისუბანი, პატარა გორი, ზემო და ქვემო მსხალგორი, ფონა, ცოდნისკარი, თელასა და კაბლის თემის ოთხ სოფელში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. ადგილზე მყისიერად გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მოხდა გზების გაწმენდა. ძლიერმა ქარმა ასევე, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ ეტაპზე მოსახლეობას, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. სტიქიიის ზონაში იმყოფებოდნენ გიორგი ალადაშვილი და ჯონდო მდივნიშვილი. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ, ადგილზე გაეცნენ ვითარებას და მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ. გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცედურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0