21 სექტემბრის სტიქიამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: აფენს, ჭაბუკიანსა და გვიმრიანს მიაყენა ზიანი, სადაც 60 -მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. ქარმა წააქცია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიის შედეგად, განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც. ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე, 70-მდე საცხოვრებელ სახლს და 7 კორპუსს დაუზიანა სახურავი, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი ფართები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და კოორდიანციას უწევენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელუსფლების წარმომადგენლებთან ერთად ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
23/09/2016