„კურჩხულას“ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14/11/2016

ჭახათში „კურჩხულას“ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტი ასევე მუხაესტატესა და წყავროკაში ჭაბურღილების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ზენითში, ალამბარში, მუხაესტატესა და წყავროკაში წყალმომარაგება გაუმჯობესდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 438 990 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალმიმღები და წყალშემკრები რეზერვუარები, დამონტაჟდება ფილტრები და აშენდება კაპტაჟები. წყალსადენი სისტმის სათავე ნაგებობის მოწყობით სამუშაოებს კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ აწარმოებს. პროექტის დასრულება დეკემბრის თვეში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0