კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება

05/08/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს. ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით. პროექტით გათვალისწინებულია, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობა და შემოფარგვლა. განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0