კურორტ საწირისისთვის ბიზნესგემის მომზადება და საინვესტიციო პაკეტების შემუშავება – ამ მიზნით ბიზნეს სკოლა ESM-ის სტუდენტები კურორტ საწირისს ესტუმრნენ და განვითარების პროექტზე იწყებენ მუშაობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საწირისის განვითარების ფონდის ორგანიზებით საწირისში სუდენტებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. ბიზნეს სკოლის 25-ი სტუდენი კურორტის ტურისტული ბიზნეს გარემოს სრული შესწავლის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესგეგმას მომზადებენ და საინვესტიციო პაკეტების შემუშავებას შეუდგებიან.
ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე გამაჯანსაღებელ კურორტზე ამჟამად კოტეჯებისა და გესტ-ჰაუსების მშენებლობა და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომელსაც საწირისის განვითარების ფონდი აწარმოებს. აქვე, იგეგმება ველობილიკების მოწყობა, სპორტული კოპლექსების და სასტუმროს მშენებლობა.
გამაჯანსარებელი კურორტი საწირისი გამოირჩევა უნიკალური ჰავით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში სასუნთქი და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონდე ადამიანთა სამკურნალოდ.