კურორტ გოდერძის განვითარება გრძელდება. კურორტზე გზების რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო გარე განათება. ამ ეტაპზე 1761 მეტრიანი შიდა გზის მოწყობა დასრულებულია. ახალ გზაზე გარე განათება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ჩართო.
რამაზ ბოლქვაძემ და კურორტის დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ მთავრობის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე გააცნეს განხორციელებული პროექტის დეტალები.
შ.პ.ს „გოდერძი რესორთსის“ ბიუჯეტიდან შიდა გზის გასაკეთებლად 2 0 49 000 ლარი დაიხარჯა. შიდა გზა ცენტრალურ მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.
სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული გზის მოშანდაგება და ბეტონის საფარით დაფარვა.
შ.პ.ს „გოდერძი რესორთსი“ 2018 წელს კიდევ ერთი შიდა გზის მოწყობას გეგმავს, რომლის სიგრძე 1300 მეტრი იქნება
კურორტ გოდერძის განვითარება გრძელდება
16/10/2017