კურორტ გოდერძიზე ბუნერბრივი აირი აინთო

29/12/2019

ხულოს მუნიციპალიტეტში ისტორიული პროექტი განხორციელდა – წელს, პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო. სამთო-სათხილამურო კურორტი ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. ადიგენი-გოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. გაზსადენის მშენებლობა საქართველოს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით,აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით განხორციელდა. კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების მშენებლობა ხორციელდება. დღეს გაიხსნა ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტები, ლაუნჯი, სათხილამურო აკადემია, ყინულის მოედანი. მოეწყო თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები და განახლდა არსებული კოტეჯები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0