კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარებაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება

14/02/2018

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივით, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის გეგმისა და წინადადებების საჯარო განხილვა გაიმართა.სანაპირო ზოლის განაშენიანების ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება.
დაგეგმილია 61 ათასი კვ. მეტრი ფართობის ზოლის ფილებით მოკირწყვლა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსება.
მერის თქმით, პროექტის განხორციელება მოხდება სამომავლო განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, გაგრძელდება მუშაობა მეტი თანხებისა და ინვესტიციების მოსაზიდად.
გოჩა კურდღელიას განცხადებით, საკონკურსო წინადადებების მზადების პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მათგან ახალი წინადადებებისა და მოსაზრებების მოსმენა.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის განვითარების დასახული გეგმა და განსახორციელებელი სამუშაოები საზოგადოებას მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ გააცნო.
განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესის წარმომადგენლები და ქალაქის საზოგადოება დაეწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0