კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად, განათლების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით 2015 წლის მარტიდან ანხორციელებს ორწლიან საპილოტე პროექტს „კახეთის მხარის მოსწავლეები – კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.
31 მარტს, ღონისძიება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა.ღონისძიებაში თელავის მუნიციპალიტეტის 14 და ქალაქ თელავის 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ,რომლებმაც მოიძიეს სტატუსის მქონე და არმქონე, თავიანთ სოფლებში არსებული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დღემდე ცნობილი თუ უცნობი ძეგლების შესახებ მასალები, ლეგენდები, თქმულებები და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. ასევე მოეწყო გამოფენა ნახატების, ნაქარგების, გობელინების, მაკეტების და სხვა შემოქმედებითი ნიმუშების.
ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი – ნიკოლოზ ანთიძე , თვითმმართველი თემის და მერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციების შედეგების მიხედვით დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები კრებულის გამოსაცემად მუნიციპალიტეტების მიხედვით. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებს კონკურსის წესით გამოვლენილი საუკეთესო მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ფინანსური ჯილდოებით.
“კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ – პროექტის პრეზენტაცია თელავში
01/04/2016