კულტურის მინისტრმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

04/07/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლეს.
შეხევდრისას საუბარი შეეხეო „საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის“ ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ ღონისძიებებს; ელჩმა მინისტრს მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს მიერ, განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის.

მიხეილ გიორგაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, უდიდესი მოვლენაა, რადგან ამ სტატუსის მოპოვებით, ქვეყანას საუკეთესო საშუალება ეძლევა ევროპულ საზოგადოებას გააცნოს თავისი ისტორია, კულტურა და თანამედროვე პროცესები.

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. წარსადგენ პროგრამასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის 2014 წელს გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0