კუბლაშვილმა უამრავი უბედურება მოუტანა ქვეყანას

12/09/2016

დავით უსუფაშვილი რამდენჯერმე მოვიდა და კუბლაშვილის მხარდაჭერა მთხოვა და ასეც მოვიქეცი, მაგრამ ეს „ტრიუკი“ აღმოჩნდა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ივანიშვილი ”გირჩის” დაფინანსებას უარყოფს და ”რესპუბლიკელებს” და პარტიის სიის პირველ ნომერ დავით უსუფაშვილს ურჩევს გამოვიდეს და თუ რამე აქვს სათქმელი, თქვას.

”რესპუბლიკელები“ ახლა ნათელმხილველობენ. მე მგონი ცდილობენ, რომ მე ოპონენტად გამომიყენონ. ალბათ ახლა ამაზე განცხადება უნდა დაწერო და სასამართლოში შეიტანო, მაგრამ მე ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. კარგი იქნება თუ ”რესპუბლიკელები” ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან. არავითარი საფუძველი და დოკუმენტები არ გააჩნიათ ამის. ოდესღაც უსუფაშვილმა თქვა, გაჩერდეს, თორემ მეც ავლაპარაკდებიო, იქნება ეს აქვს მხედველობაში. ოდესღაც, ორჯერ თუ სამჯერ მოვიდა უსუფაშვილი, რომელიც კუბლაშვილის ძალიან ახლო მეგობარია, კუბლაშვილს უნდა ”ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსვლაო, ძალიან კარგია მე მხარს დავუჭერ-თქო ვუთხარი და დავუჭირე კიდეც. თუ ნახავთ მე განცხადება გავაკეთე და ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ გვიან, მაგრამ მაინც მოახერხა და დატოვა ”ნაციონალური მოძრაობა”, ასე მეგონა მეც. გამოვიდეს და თქვას რაიმე თუ აქვს სათქმელი. მე არ მაქვს ”ინსაიდს” რასაც ეძახიან და ”სკილეტს” ეძახიან კიდევ, თუ რაღაც… ამას ეძებენ ”ნაციონალები” მოსვლის დღიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რისი გარეთ გამოსვლისაც ერიდება.

კითხვაზე, აქვს თუ არა პირადი წყენა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, ყოფილმა პრემიერმა უპსუხა, რომ – არა.

”ღმერთმა დამიფაროს პირადი წყენა მქონდეს, ისე დაპატარავდნენ, პატარა კაცები გახდნენ, რომ ასეთ რამეებზე მიანიშნებენ. მოვუწოდებდი, ღირსებას ნუ დაკარგავენ. გამოვიდეს და თქვას”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კუბლაშვილს მხარი სწორედ ამიტომ დაუჭირა, თორემ როცა ვაშაძესთან და ბურჭულაძესთან გაერთიანდა, მაშინ მიხვდა, რომ ეს ”ტრიუკი ” იყო.

”ეს არის ”ნაციონალური მოძრაობის” ნაღები. კუბლაშვილი იყო ყველაზე ძლიერი იურისტი, მაგან უამრავი უბედურება მოუტანა ქვეყანას. გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის შემცირებაზე პარლამენტში ინიციატივა კუბლაშვილმა შეიტანა და ა.შ. ”მიშა მაგარია” ვინც დაწერა, ისიც კი კოალიციაში ჰყავთ”, -განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0