კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ სანიტარული ჭრა განხორციელდა

13/12/2016

თბილისის შემოგარენში სანიტარული ჭრა გრძელდება. კრწანისი-შინდისის გზის გასწვრივ, ფიჭვნარ კორომებში მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა სანიტარული ჭრის ღონისძიებები განახორციელა, რაც საღი მცენარეების დაავადების პრევენციული ღონისძიებაა და ქალაქის მასშტაბით მწვანე საფარის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 3700 გამხმარი ფიჭვი იყო მონიშნული. მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 55 ათასი გამხმარი ხე მოინიშნა, რაც წლის ბოლომდე უნდა მოიჭრას. 2013-2015 წლებში ევროპიდან მოწვეული ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად თბილისის შემოგარენის ფიტო-სანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ და ხმობის გამომწვევი მიზეზები დაადგინეს. მსგავსი მასშტაბის სანიტარული ჭრები თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე ათეული წელიწადია არ განხორციელებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0