კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

15/10/2018

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება. ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
კოსტავას ქუჩა N75-თან;
კოსტავას ქუჩა N77-თან;
შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება. ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0