კონსტრუქციული დიალოგის ძალიან კარგი პრეცედენტი, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ბორდოში, თემის კომენტირებისას განუცხადა, პრეზიდენტთან ბოლო დღეების განმავლობაში კონსტრუქციული საუბარი შედგა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ისე უშუალოდ ამ საკითხზე მომუშავე დეპუტატები და ეს საუბარი წარმატებით დასრულდა.
“ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცედენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონსტრუქციული დიალოგის ძალიან კარგი პრეცედენტი,
31/05/2016