კომპანია “J-GROUP-GLOBAL“ წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი აგრარული ორგანიზაციების საქმიანობას ადგილზე გაეცვნენ

29/03/2016

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, აგრარული სექტორში პროექტების განხორციელებისა და დარგის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ებრაული კომპანია “J-GROUP-GLOBAL“-სა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარის სხვადსსხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდება გარემოს, კლიმატის კვლევა, მიწის, წყლის თვისებების ლაბორატორიულ შესწავლა. შედეგად, სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთზე მოსავლის მაქსიმალური ნიშნულით მიღებისთვის, ძველი და ახალი პრიორიტეტული კულტურების გამოსაცდელად ჩატარდება შემდგომი სამუშაოები.
კომპანია “J-GROUP-GLOBAL“ წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი აგრარული ორგანიზაციების საქმიანობას ადგილზე გაეცვნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპეციალისტების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგრო-ეკოლოგიური მეურნეობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, კომპანიის “J-GROUP-GLOBAL“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის, აგრარული სექტორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0