ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში კომპანია Honghua Construction Georgia-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნული კომპანია საქართველოში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა და არის Hongua-ს შვილობილი კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით მუშაობს.
კომპანიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს, მოადგილე დავით შერაზადიშვილსა და გამგეობის თანამშრომლებს პრეზენტაციის სახით გააცნეს მათი კომპანიის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეფექტურად განხორციელებული პროექტები. კერძოდ, გზის საფარის კეთილმოწყობის, ინტელექტუალური სატრანსპორტო და ენერგოეფექტური გარე განათების სისტემების ინსტალაციები. გარე განათების სისტემები მზისა და ქარის ენერგიაზე მუშაობს და ენერგოეფექტურია. სისტემებში გამოიყენება ლედ ნათებები, რომელთა ექსპულატაციის ვადა საშუალოდ 15 წელია.
კომპანიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრები უკვე გამართეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. ბოლნისის შემდეგ კი პრეზენტაციებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს რეგიონებში გეგმავენ.
კომპანია Honghua Construction Georgia-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს

03/06/2016