კომპანია ,,ჯავა” ბოლნისის მუნიციპალიტეტის 338 ოჯახს სასმელი წყლის სისტემების ახალ ქსელზე უფასოდ დააერთებს

30/09/2016

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელშეწყობით კომპანია ,,ჯავა” ბოლნისის მუნიციპალიტეტის 338 ოჯახს სასმელი წყლის სისტემების ახალ ქსელზე უფასოდ დააერთებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ჯავამ” შეასრულა.
ქალაქ ბოლნისის რ. ერისთავის N23-ში მცხოვრები აპეტ ალვანდიანის ოჯახი ერთერთია იმ ასოციდან, რომელიც კომპანია ,,ჯავამ” სასმელი წყლის ახალ სისტემაზე უკვე დააერთა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ აღნიშნულ კომპანიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა ოჯახების სია მიაწოდა. კომპანია ,,ჯავას” ჯგუფმა ახალ ქსელზე უკვე დააერთა 120 ოჯახზე მეტი, დანარჩენ ოჯახებს კი უახლოეს 10 დღეში დაასრულებს.
სასმელი წყლის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება როგორც წყალმომარაგების გრაფიკი, ასევე გაუმჯობესდება წყლის ხარისხიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0