კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, ”ნაციონალებისთვის” არის ”თურმანიძის მალამო”

13/04/2016

ზვიად კვაჭანტირაძე NDI-ის კვლევას არ ენდობა. როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში ის სერიოზულად არ განიხილავს.

„სერიოზულად არ განვიხილავთ აღნიშნულ კვლევას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში. მიმაჩნია, რომ ამ კვლევას „ნაციონალებთან“ პირდაპირ რაფინირებული კომპანია ატარებს და ამის თაობაზე NDI-ის არაერთხელ განვუცხადეთ. არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია და მცდელობაც არ ყოფილა, რომ ნეიტრალური კომპანია ჩართულიყო. ეს კომპანია, რომელსაც NDI კვლევებს უკვეთავს, არის ”ნაციონალებისთვის” ე.წ. თურმანიძე-ნაციონალების მალამო, რომელსაც ისინი პერიოდულად ძალიან უხვად მოიხმარენ, მაგრამ ოქტომბერში მას უკუჩვენება აქვს და ვურჩევ, ცოტა ნაკლები მოიხმარონ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0