კომპანია ,,არემჯი” ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს

18/09/2017

კომპანია ,,არემჯი” ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის რეზიდენციაში ექვსმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ეპარქიების მღვდელმთავრებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და კომპანია ,,არემჯის” გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს.
ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მაქსიმალური ეფექტურობით მიღწევისა და იმის გათვალისწინებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არის კომპანია ,,არემჯის” სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კომპანია ,,არემჯი” გამოხატავს ნებას მოახდინოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე „ფიტარეთის“ მონასტერთან მისასვლელი გზის „ხულუტის ციხის“ მიმდებარე მონაკვეთის (სიგრძე დაახლოებით 700 მ.) რეაბილიტაცია, რაც მოიცავს გზის აღნიშნული მონაკვეთიდან გრუნტის წყლის არიდებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. კერძოდ, გრუნტის წყლების მდინარე ხრამში მიმართვას, წყალამრიდი ნაგებობების მოწყობის მეშვეობით.
მხარეები აცხადებენ თანხმობას ითანამშრომლონ ზემოაღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროცესში და საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმხრივ ხელი შეუწყონ აღნიშნული პროექტის ეფექტურ განხორციელებას.
მემორანდუმი ძალაში დღეს შევიდა და მოქმედებს გზის რეაბილიტაციის დასრულებამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0