ეროვნული სატყეო სააგენტო, მიმდინარე წლის აპრილიდან, იწყებს ბზის კორომების დაზიანებული ფართობების დამუშავებას. სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება სახელმწიფო ტყის ფონდის 550 ჰა-მდე ფართობი. შეწამვლითი სამუშაოები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდება (გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით).
კოლხური ბზისთვის სანერგე მეურნეობის მოწყობა მიმდინარეობს
28/03/2018