კოკში სტადიონი მოეწყო

24/10/2016

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკში საქართველოში სლოვაკეთის საელჩოსა და ზუგდიდის გამგეობის ინიციატივითა და თანადაფინანსებით ბუნებრივსაფარიანი სტადიონი მოეწყო. სტადიონი სიმბოლურად, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდების მეგობრული მატჩით გაიხსნა. მოედნის გახსნის ცერემონიალს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში ბესარიონ ქვარცხავა და „Nadacia RZ“-ს ფონდის დირექტორი რენატა ზმაიკოვიჩოვა დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0