ნაძალადევის რაიონში, კოკინაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მეორე ფენა ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება 1240 კვ.მ ფართობზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე კანალიზაციის მოძველებული მილები ახლით შეცვალა. კოკინაკის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 72 092 ლარია. ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დასრულდება.
კოკინაკის ქუჩის რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დასრულდება
22/11/2017