კლინიკა “ვივამედში” ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 სოციალურად დაუცველ პაციენტს კვლევები ჩაუტარდა

20/01/2020

საუნივერსიტეტო კლინიკა “ვივამედში” ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 20 სოციალურად დაუცველ პაციენტს სხვადასხვა სახის სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. საქველმოქმედო აქცია ორგანიზაცია “ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი”-ს ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი გურასპაშვილის ორგანიზებით მოეწყო. კვლევების შედეგების საფუძველზე პაციენტთა ნაწილს სტაციონარული მკურნალობა ასევე საქველმოქმედო საწყისებზე უტარდება. მსგავსი ხასიათის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0