27 ივნისიდან კინოინდუსტრიის სფეროში ახალი სასწავლო ცენტრი – თბილისის კინოკოლეჯი გაიხსნება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კინოწარმოების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას დაეუფლოს და გაიღრმავოს ცოდნა ტელევიზიის, კინოს, რეკლამის, მუსიკისა თუ ინტერნეტ ვიდეორგოლების მომზადების კუთხით.
პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ აქტიურად უჭერს მხარს TBILISI CINEMA COLLEGE-ს, რომლის ძირითად მიზანს კინოინდუსტრიის სფეროში საშუალო რგოლის პროფესიონალების მომზადება წარმოადგენს სხვადასხვა სასწავლო კურსის მეშვეობით. აღნიშნული კურსები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება, მაღალი რანგის მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ლექტორები სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ დავალებებსაც მისცემენ.
მოცემული ეტაპისთვის არსებული სასწავლო პროგრამა ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სამხატვრო მიმართულებებს მოიცავს, რომლებსაც წამყვანი ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტები გაუძღვებიან. ადმინისტრაციულ ფაკულტეტს პროდიუსერი Miroslav Mogorovic, ტექნიკურ ფაკულტეტს ფოტოხელოვანი Serge Roman, ხოლო ხელოვნების მიმართულებას ე. წ. „წარმოების დიზაინერი“ Piotr Wyrzykowski უხელმძღვანელებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის კინოკოლეჯის გახსნის ცერემონიალისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კინოწარმოების ინტენსიური კურსი. კერძოდ, 27 ივნისს „ფაბრიკა თბილისში“ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-ს ჩათვლით, საშუალება ექნება დაესწროს კინოკოლეჯის პირველ ღია ღონისძიებას და გაეცნოს პროგრამის დეტალებსა და პირობებს. შემდგომი ტრენინგები კი უკვე ფასიანი იქნება და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონში გადაინაცვლებს.
ღონისძიებების განრიგი:
27 ივნისი, „ფაბრიკა თბილისი“
11:00სთ – გაცნობითი ღია ლექცია;
12:00სთ – პრესკონფერენცია;
15:00სთ – ადმინისტრაციული მიმართულების შესავლები;
28 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“
11:00სთ – ტექნიკური მიმართულების შესავალები;
15:00სთ არტდეპარტამენტის შესავლები;
29 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“
11:00 – ინტენსიური ლექციების სამივე მიმართულების წარდგენა;
30 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“
11:00სთ – საერთო სემინარი ყველა მიმართულების სპეციალისტებთან. დავალებების მიღება. ჯგუფებად დაყოფა.
1 ივლისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“
11:00სთ – გადაღება მიმართულების სპეციალისტებისა და მენტორების დახმარებით.