კიმ ჩენ ინი ვაშინგტონს ბირთვული თავდასხმით ისევ ემუქრება

09/03/2016

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბირთვული პროგრამის ახალ მიღწევებზე საუბრობს. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის სპეციალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მეცნიერებმა ბირთვული ქობინების ზომა შეამცირეს, რაც მათი ბალისტიკურ რაკეტებზე დამაგრების და იერიშის განხორციელების საშულებას იძლევა. კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის, ფხენიანი შეერთებულ შტატებზე ბირთვულ თავდასხმას განახორციელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული თავდასხმით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნები ამ კვირას დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნას დაიწყებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0