კიბოსთან ბრძოლის მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

04/04/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, თბილისში კიბოსთან ბრძოლის მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. ახალი ინიციატივა „თბილისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“, ოფიციალურად 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა და ამით თბილისი გახდა ნაწილი იმ საერთაშორისო მოძრაობისა, რომლის მიზანია უზრუნველყოს კიბოს ხარისხიან მკურნალობაზე თანაბარი და მდგრადი ხელმისაწვდომობა. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. შეხვედრაზე განიხილეს თბილისში კიბოსთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგია და გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას, ადრეულ დეტექციას და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფას.
მოძრაობა „თბილისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ წარმოადგენს, კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის, დედაქალაქის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პაციენტთა კავშირის ერთობლივ პროექტს. სამოქმედო გეგმა 2019-2025 წლებზეა გაწერილი და დედაქალაქში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასების შემდეგ, მოხდება მისი განვრცობა სრულიად საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0