კვლავაც გრძელდება შეხვედრები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში

13/10/2019

კვლავაც გრძელდება შეხვედრები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ხელისუფლების წარმომადგენლები, ამჯერად ნაბახტევში, ალში, ბრილში და დუმაცხოვში იმყოფებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ლადო კახაძე, ადგილობრივი ხელისუფლებიდან საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეკრებებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის აზრი უპირველესია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა- განხორციელებისას, რათა რესურსი სწორად იყოს გადანაწილებული. მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და მათში თითოეული მოქალაქის ჩართულობისა და სარგებლის მიღების მექანიზმებიც განიხილეს.
სოფელ დუმაცხოვში მოსახლეობამ გზებისა და სანიაღვრეების მოწესრიგება, წყლის სისტემის მოწყობა და ბუნებრივი აირის მიწოდება დაასახელა პრიორიტეტულად.
სოფელ ნაბახტევში-ცენტრალური გზის მოწყობა, გარე განათების სისტემების გამართულად მუშაობა და ბუნებრივი აირის მიწოდება მოიაზრეს ყველაზე მნიშვნელოვნად.
სოფელ ალში მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვნად წყლის სათავე ნაგებობისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
სოფელ ბრილში ადგილობრივებმა, გზის და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელეს პრიორიტეტულად.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის მცხოვრებლებს საჭიროებების დეტალურად შესწავლა და პროექტების ეტაპობრივი დაგეგმვა აღუთქვეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0