ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულ კვარტეტ „ჭიათურას“ ცნობილი მუსიკოსი დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დღეს კვარტეტის წევრებს და მის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჭიათურის დიდ კულტურულ ტრადიციებს და დავით არჩვაძეს მხარდაჭერა აღუთქვა.
„ჭიათურაში არსებობს ცნობილი ლოტბარებისა და ხელოვანების მოღვაწეობის დიდი ისტორია. მათ შორის იყვნენ მამია ხატელიშვილი,ანზორ კავსაძე და სხვები. ამდენად, ეს სიახლე ორმაგად გასახარელია“- აღნიშნა გივი მოდებაძემ.
დავით არჩვაძემ მადლობა გადაუხადა მერს თბილი მიღებისთვის,მხარდაჭერისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმ განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კვარტეტის პოპულარიზაციას და ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.