გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ჩინურ კომპანიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივ მუშებს შეხვდა.
კომპანია სუფსა-ხაჯალიის მონაკვეთზე ავტობანის სამუშაოებს ახორციელებს. დასაქმებულთა ძირითად მოთხოვნას, შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ კომპანიასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შუამდგომლობას წარმოადგენდა.
მოსახლეობის მოთხოვნით გუბერნატორი კერძო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ არის მზაობა, რომ კერძო კომპანიასა და დასაქმებულთა შორის შეთანხმება მაქსიმალურად იყოს მიღწეული. დღეს საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა შედგა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობლივი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. წარმოიშვა სამართლებრივი საკითხები, რომელიც ჩვენ კონტრაქტის მიხედვით დეტალურად გავიარეთ. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ისევე იქნება დაცული, როგორც ინვესტორის, რათა დროულად და ხარისხიანად შესრულდეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის მშენებლობა,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გუბერნატორთან ერთად შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კერძო კომპანიასა და დასაქმებულთა შორის შეთანხმება მაქსიმალურად უნდა იყოს მიღწეული
20/06/2016