კეთილმოწყობის სამუშაოები ,,ჭაობის” ტერიტორიაზე აქტიურ ფაზაშია

04/05/2016

პუშკინის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულამდე მონაკვეთში, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დღეს დასრულდება. ასფალტდება მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი, სადაც 3032 კვმ-ზე დაიგება მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია 635 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი, 17 ცხაურიანი მიმღები ჭა და 8 დახურული საკომუნიკაციო ჭა, ასევე 640 გრძივი მეტრი ბორდიური. მოასფალტების პარალელურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშოები ტროტუარებზე ფილების დასაგებად.
პუშკინის ქუჩის ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულამდე მონაკვეთის სრული კეთილმოწყობა თვის ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0