კახეთში მამის დაჭრის ბრალდებით შვილი დააკავეს

04/07/2016

კახეთში მამის დაჭრის ბრალდებით შვილი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია prof-news-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შვილმა მამა ცივი იარაღით გუშინ დაჭრა. სავარაუდოდ, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0