კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

23/07/2021

საქართველოს მელიორაციამ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო:
10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი;
წყალმიმღები კვანძი;
ჰიდრანტები;
დამცლელი კვანძი;
გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.
ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0