გიორგი ალადაშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხევდრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების, სანიაღვრე არხების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება;
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და შესრულების ვადები გეგმა- გრაფიკის შესაბამისად;
“რთველი – 2023” და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
კახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.