კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

17/09/2016

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. 17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში უკვე გადამუშავდა 32,2 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ყურძნის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. განვლილ დღე-ღამეში მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებლი – 4 540 ტონა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 27,3 მლნ-მდე ლარი მიიღეს“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0