კახეთის რეგიონის 20 სკოლაში დებატების კლუბები გაიხსნება

20/12/2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თინათინ ცერცვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს კახეთის რეგიონის 20 სკოლაში დებატების კლუბების გახსნის პროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება. ისაუბრეს პროექტის – „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი-გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლებაზე“ ფარგლებში გაწეული სამუშაოს შესახებ, დეტალურად განიხილეს გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დებატკლუბებისთვის სკოლების შერჩევის საკითხი. დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ ამ წარმატებულ პროექტს საფუძველი 2017 წლიდან ჩაეყარა, როდესაც ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვა გურჯაანის საჯარო სკოლებიდან დაიწყო.

„ბევრი შრომის და ბრძოლის შედეგად, შევძელით, რომ დღეს ეს პროექტი ყოფილიყო ხელმისაწვდომი უკვე 20 სკოლაში ჩემს სამაჟორიტარო ოთხივე მუნიციპალიტეტში და გვინდა, რომ შესაძლებლობა მივცეთ მოსწავლეებს, რომლებიც არიან ჩვენი ხვალინდელი დღე და მომავალი, რომ მათ ისწავლონ და შეიარაღდნენ იმ უნარებით, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა თანამედროვე სამყაროში იყვნენ კონკურენტუნარიანები, შეძლონ თავიანთი თავის პოზიციონირება და დაცვა, მივცეთ მათ შესაძლებლობა მიიღონ ის განათლება, ის ცოდნა, რომელიც მათ მომავალს უზრუნველყოფს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სონღულაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0