კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვების 74- ე წლისთავი აღინიშნა

09/05/2019

დღეს, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვების 74- ე წლისთავი აღინიშნა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიალსა და სოფელ კარდენახში, შინ მოუსვლელთა პარკში გაიმართა. კახეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს ქალაქ გურჯაანში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დიდების მემორიალზე მარადისობის კედელი. დღეს, დიდების მემორიალზე მხოლოდ ერთმა ომის ვეტერანმა, 94 წლის იოსებ ბეციაშვილმა შეძლო მისვლა.

„კახეთის რეგიონში 40 ცოცხალი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გვყავს. ვულოცავ მთელ საქართველოს. ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ფაქტიურად, არ არსებობს ოჯახი რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს დიდი ტრაგედია“- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0