კახეთის გუბერნატორი სოფელ კაბალის მოსახლეობას შეხვდა

17/10/2016

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ადგილობრივები გუბერნატორს სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ და მათი დროულად მოგვარება სთხოვეს. – „ჩვენ შევძელით და ამ სოფელში გავხსენით „საზოგადოებრივი ცენტრი“ სადაც 300 -მდე მომსახურების მიღება შეიძლიათ სოფლიდან გაუსვლელად, ასევე მოხდა შიდა საუბნო გზების სრული და ზოგიერთი მონაკვეთის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ასევე გავაუმჯობესეთ წყალმომარაგება, თუმცა ეს არ არის საკმარისი ამ სოფლის განვითარებისთვის და მომავალ წელს კიდევ უფრო ბევრ პროექტს განვახორციელებთ“ -აღნიშბა შეხვედრაზე ირაკლი ქადაგიშვილმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0