კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მემორანდუმი გაფორმდა

04/10/2017

ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის აღსრულებისა და დამკვიდრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების თანასწორი გაძლიერების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახი“-ს შექმნასთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, სამი მხარე, ერთის მხრივ, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, მეორეს მხრივ, „HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონული დირექტორი, ნანა თოფურიძე და პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერი, სტეფან იოსი და ასევე „Mercy Corps“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ირაკლი ქასრაშვილი და „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა მოაწერა ხელი.
მემორადუმის ფარგლებში კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება „ქალთა ოთახების „გახსნა. ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი ღია სივრცე,რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ქალთა ოთახი“-ს საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.
აღნიშნული სერვისი,პროექტის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ ფარგლებში,
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. დღეიდან კი „ქალთა ოთახები“ კახეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0